Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი საუკეთესო სამეულშია

თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი მინი ფეხბურთის ჩემპიონატის საუკეთესო სამეულშია!

 

ოთხთვიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, სპორტული ფესტივალი მინი ფეხბურთში დასრულდა და თსუ-ს გუნდი მესამე ადგილზეა!

 

თსუ-ს გუნდის კაპიტანს გიორგი ბაბლუანს კი ტურნირის საუკეთესო გოლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა!

 

ფინალურ დაპირისპირებაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა თსუ პროფესიული განათლების ცენტრსა და ფოთის კოლეჯ „სსიპ კოლეჯი "ფაზისსა" შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული თსუ პროფესიული განათლების ცენტრი გახდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

 

პირველი ადგილისთვის კი ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული, სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" შეხვდნენ. ტურნირის ჩემპიონის ტიტული საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯმა მოიპოვა.

 

საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს თასები და ინდივიდუალური ჯილდოები ტურნირის ორგანიზატორებმა, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა "კოლეჯი მოდუსი College Modus"-ის წარმომადგენლებმა და პროფესიული უნარების სააგენტოს • Skills Agency Georgia წარმომადგენელმა გიორგი არზიანმა გადასცეს.

თარიღი: 30/06/2025